Thursday, December 24, 2009

ჟურნალ ”სოლიდარობის” ავტორებისა და ექსპერტების შეხვედრა ჩვენს სტუდენტებთან


ხუთშაბათს 24 დეკემბერს, წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ჟურნალ „სოლიდარობის" ავტორებს.

ერთ-ერთმა ავტორმა, ფრიდონ საყვარელიძემ, წაიკითხა მოხსენება „ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები"; ამასთანავე, ჟურნალ „სოლიდარობის" ავტორებმა და ექსპერტებმა - ნინო დანელიამ, ნინია კაკაბაძემ, ლაშა ბაქრაძემ ისაუბრეს ჟურნალთან თანამშრომლობის ისტორიაზე და გამოცემის სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე.
ჟურნალი "სოლიდარობა" აშუქებს ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებს, ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, ინტეგრაციის, სოციალური თანასწორობისა და დემოკრატიის განვითარების თემატიკას. ამ საკითხებზე დისკუსია სტუდენტებსა და ჟურნალის ავტორებს შორის გაიმართა.

სამოქალაქო საზოგადოება ახალ მედიაში


       სამშაბათს, 22 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართა ვებგვერდი "azrebi.ge" -ს პრეზენტაცია.
           ყველა ექსპერტული შეფასებით, დღეს საქართველოში არ არსებობს საჯარო სამოქალაქო სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პრობლემებზე შეუზღუდავი დისკუსიისა და არაიერარქიული თვითგამოხატვის საშუალებას მოგვცემს. azrebi.ge ამას უზრუნველყოფს 11 სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და გამოცდილების მატარებელი "მასპინძლის" საშუალებით, რომლებიც ვებგვერდზე არა მარტო საკუთარ ტექსტებსა და პრეზენტაციებს აქვეყნებენ, არამედ, აქვთ ექსკლუზიური უფლება შესთავაზონ თქვენ მიერ დაწერილი ტექსტები და ვიდეო-პრეზენტაციები azrebi.ge-ს მკითხველებსა და მაყურებლებს. ჩვენი მასპინძლები არიან: ნინია კაკაბაძე, სიმონ ჯანაშია, რატი ამაღლობელი, გიგა ზედანია, დავით აფრასიძე, ლაშა ბურაძე, ეკა კვესიტაძე, ნინო დანელია, ლაშა ბაქრაძე, კახა კურტანიძე, ლევან ღამბაშიძე.

Monday, December 21, 2009

საქართველო-საფრანგეთის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის 2009 წლის მუშაობის შედეგები


16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე საქართველო-საფრანგეთის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის 2009 წლის მუშაობის შედეგები წარმოადგინეს.
მსოფლიო მნიშვნელობის კვლევებმა აჩვენა, რომ ბონდის მღვიმეში ნაპოვნია ძველი, ზედა პალეოლითისთვის ყველაზე ადრეული, 35 000 წლით დათარიღებული ქსოვილი - ძაფი.
ბონდის მღვიმე წარმოადგენს ზედა პალეოლითელ ადამიანთა სადგომს, სადაც დადგენილია სელისა და ქსოვილის უძველესი კვალი. უნდო კლდე უნიკალურ მღვიმურ სადგომია. მღვიმეში არსებული ბუნებრივი კაწრული, კლდეზე გამოვლენილი სიმბოლური ნაკაწრები გვაძლევენ საშუალებას ვივარაუდოთ, რომ სადგომი გამოიყენებოდა რიტუალის შესასრულებლად. ჭიათურის მღვიმეებში აღმოჩნდა ახალი, მრავალფენიანი მღვიმური ძეგლი . ნალექდაგროვებაზე დიდ გავლენას ახდენდა მიწისძვრები და სეისმური პროცესები. ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს, კვლევები წარიმართოს პალეო, არქეო-სეისმოლოგიის მიმართულებით.

Wednesday, December 16, 2009

ინტერნეტ რადიო და ინტერნეტ ტელევიზია ქართულ ინტერნეტ სივრცეში

ტელევიზიისა და რადიოს ინტერნეტში დამკვიდრება დღესდღეობით მეტად აქტუალური და რეალური მოვლენაა. მსოფლიო მოსახლეობა ელოდება მუდმივ სიახლეებს მედიისგან,ეს პროცესი კი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გლობალურ მაშტაბებს იძენს. დამკვიდრდა აზრი, რომ ”ტრადიციული ტელევიზია” 7-8 წლის შემდეგ აღარ იქნება. 21_ე საუკუნეში თანამგზავრები და სვადასხვა გადამცემი ხაზების არსებობა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს იმისთვის,რომ სასურველ არხს უყურო.ინტერნეტი დღეს უკვე ერთ-ერთი ის ეფექტური საშუალებაა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს მსოფლიოს სხვადასხვა მაუწყებლობებს, თუმცა ინტერნეტის შესაძლებლობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და მომხმარებლებისთვის ტელე-არხების ტრანსლირების ფარგლებს გასცდა. ვებ-სივრცეში გაჩნდა ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ და მათ მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის ნახვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბევრი ინტერნეტ–ტელევიზია არსებობს, მაგალითად nettv.ge, რომლის ინტერნეტ საიტი განეკუთვნება ინტერნეტ ტელევიზიას და მიზნად ისახავს მომხმარებელს მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან. ვიდეო– ფილმები, მუსიკალური კლიპები, აგრეთვე სხვა სახის ვიდეო მასალა, რომელიც მოიპოვება ინტერნეტში, შესაძლებელია გამოქვეყნდეს ამ საიტზე.
ინტერნეტ ტელევიზიას -iptv.ge აქვს არქივი, სადაც შესაძლებელია უკვე გასული გადაცემების ყურება. საქართველოში ინტერნეტ რადიო და ტელევიზია სულ ცოტახანია რაც იკიდებს ფეხს. უცხოეთში არსებობს მრავალი ასეთი ტიპის მაუწყებლობა.

მაგალითად americanfree.tv, 4major.tv, რომელიც არის მუსიკალური, ასევე internet@tv, youtube.com. :რაც შეეხება ქართულ ინტერნეტ–რადიოებს ესენია: radio.ge, bat.ge, eva.ge. აა უცხოური ინტერნეტ–რადიოები: sky.fm, web.radio, e.radio, რომელიც არის ბერძნული ინტერნეტ–რადიო და kir.org, იგი არის საბავშვო გასართობი რადიო.
ინტერნეტ-ტელევიზია goli.ge ძირითადათ სპორტული თემებით შემოიფარგლება.
ინტერნეტ-ტელევიზია pirveli.com.ge.გვთავაზობს კინოფილმებს,გვაწვდის უახლოეს ამბებს და სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე სიახლეებს.
radio.ge ერთ-ერთი წარმატებული ინტერნეტ-რადიოა.სადაც შეგვიძლია,როგორც სიახლეების მოსმენა,ასევე ცნობილი მომღერლების ჰიტების.რადიოში შესვლისათვის სპეციალური პაროლია საჭირო.
ინტერნეტ-რადიო gelanyusa.com იტყობინება,რომ პირდაპირი ეთერი 20დეკემბრიდან განახლდება ახალი და გასართობი გადაცემებით.
ინტერნეტ-რადიო miracle.ge ასევე საშუალებას აძლევს ერთგულ მსმენელს მოუსმინოს საუკეთესო მელოდიებს.რადიოში ტარდება ინტერაქტივიც იმის შესახებ,თუ რა ტიპის მუსიკას მოუსმენდა მსმენელი დიდი სიამოვნებით.
bat.ge-ს 24სთ-ანი მაუწყებლობა აქვს.ეს ინტერნეტ-რადიო მელოდიებთან ერთად გვთავაზობს სხვადასხვა სახის თამაშებს და გასართობ საშუალებებს.
ინტერნეტ-რადიო teen.ge მთლიანად ახალგაზრდობისთვისაა განკუთვნილი.რადიო გვთავაზობს თანამედროვე მუსიკას და art-კაფეს.

ინტერკულტურული შობა ”ლიგამუსში”



15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" სტუდენტებმა ინტერკულტურული შობა იზეიმეს. ინტერნაციონალურ საღამოზე წარმოდგენილი იყო პოლონური, გერმანული, ფრანგული და ესპანური საშობაო ტრადიციები, სიმღერები და კერძები.

მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეესრულებინათ საკუთარი სურვილისამებრ კონკრეტული ქვეყნის სიმღერა.საღამოს დასრულების შემდეგ ფუშეტით უმასპინძლეს სტუმრებს . მრავალფეროვანი კერძებით მოხიბლული უცხოელები აგრძელებდნენ მხიარულებას .ესეთი ტიპის საღამო წელს პირველად მოეწყო ,,ლიგამუსსში” და ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი .

Tuesday, December 8, 2009

დიდი ბრიტანეთის ელჩის საჯარო ლექცია


8 დეკემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფიმ წაიკითხა საჯარო ლექცია "დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა კავკასიაში". ელჩის განმარტებით, დიდი ბრიტანეთის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ ძირითადად სამი მნიშვნელოვანი თემით არის განპირობებული: - ევროპის მომავალი, უსაფრთხოების მომავალი და რუსეთის მომავალი. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისათვის ძლიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი კავკასიის რეგიონში დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოების არსებობა. დენის კიფიმ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და მიმოიხილა აგვისტოს ომის კონკრეტული შედეგები. მისივე თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.

ერთი საინტერესო დღე ჩემი ცხოვრებიდან

1995წელს ,მაშინ როდესაც პურის რიგებით გადავსებული იყო ქუჩები, უპრეცედენტო მოვლენის მომსწრე გახდა საქართველოს მოსახლეობა. ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა მსოფლიო მუსიკოსი მიშელ ლეგრანი. გამომდინარე იქიდან , რომ აღნიშნული კომპოზიტორის შემოქმედება იმ დროის რეალობაში ძალიან აქტუალური  იყო  დარბაზი  მაყურებელს ვერ იტევდა. დიდი მაესტრო ჯანსუღ კახიძე მასპინძლობდა მიშელ ლეგრანს. ასევე კონცერტის მსვლელობისას საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ეხმარებოდა დიდ მუსიკოსს.შესრულდა ყველა ცნობილი კომპოზიცია მისი შემოქმედებიდან.მე ვიყავი ძალიან ბედნიერი, ვინაიდან გამიმართლა და მოვხვდი მის კონცერტზე. ბილეთის ფასი ახლად ომგამოვლილი  ქვეყნის მოსახლეობისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა.  მე მაშინ სულ რაღაც 5წლის ვიყავი,თუმცაღა ეს დღე  იმდენად დაუვიწყარია ჩემთვის ,რომ მისი მოგონებისას მიჩნდება უდიდესი ნოსტალგია.

ტელეკომპანია ,,რუსთავი2” და მისი ინტერნეტ საიტი


ტელეკომპანია რუსთავი2 დაარსდა 1994 წელს. ის ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელევიზიაა. მისი სამაუწყებლო ბადე მრავალფეროვანი და საინტერესოა. მიუხედავად იმისა,რომ ამ ტელეკომპანიას ტენდენციურობაში სდებენ ბრალს ,მას მაინც უამრავი მაყურებელი ჰყავს. რუსთავი 2 ასევე არაერთი უცხოური გადაცემის ლიცენზიის მფლობელია.
რუსთავი 2-ს აქვს საკუთარი ინტერნეტ საიტი. აქ ამომწურავად არის წარმოდგენილი ტელეკომპანიის პროგრამები ,რეპორტაჟები ,თუ გადაცემები.მოცემულია გადაცემათა პროგრამული განრიგი. მნიშვნელოვანი ინფორმაციები საიტზე ნიუსის სახით დევს.

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია


20 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს "განათლების მართვის პროექტი"-ს ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "განათლების ადმინისტრირების" საზეიმო გახსნა გაიმართა.

ახალი პროგრამის მიზანია განათლების სექტორისათვის თანამედროვე მენეჯერების მომზადებაა. პროექტის პარტნიორია კალიფორნიის ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტი UCLA

Wednesday, November 25, 2009

რიო-დე-ჟანეირო


რიო-დე-ჟანეირო (პორტ. იანვრის მდინარე) შტატისა და ქალაქის სახელწოდებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში. ქალაქს შემოკლებით მოიხსენიებენ, როგორც ’’’რიო’’’, და იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით კოპაკაბანა და იპანემა, ასევე იესოს გიგანტური ძეგლით კორკოვადოს მთაზე, და ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქს უდიდესი ტყე-პარკი აქვს აგლომერაციის ფარგლებში სახ. Floresta da Tijuca (ტიჟუკას ტყე).

ქალაქის კოორდინატებია 22°54′S 43°14′W. რიო-დე-ჟანეიროს მოსახლეობა დაახ. 6.150.000 (2004) და უჭირავს 1256 კმ². აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ის ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქია სან-პაოლოს შემდეგ და ქვეყნის დედაქალაქი იყო 1960 წლამდე, სანამ ბრაზილია დაიკავებდა მის ადგილს. ქალაქის მცხოვრებლებს კარიოკას უწოდებენ. ქალაქის ამჟამიდელი მერია ცეზარ მაია.
ღირსშესანიშნაობები

ქვეყნის და კერძოთ რიო-დე-ჟანერიოს ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიარებულია კარკოვადოს მთაზე - 704 მეტრის სიმაღლეზე მდგარი ქრისტეს ქანდაკება (სიმაღლე 30 მ.). მისი ავტორია - ექთორ და სილვა კოსტა. ქანდაკებაზე მუშაობდა ფრანგი მოქანდაკე პოლ ლანდოვსკი. იგი შესრულებული იქნა პარიზში, შემდეგ კი გადმოიტანეს რიო-დე-ჟანეიროში.

Wednesday, November 11, 2009

internet-gamocemebi, eleqtronuli beWvdiTi media.



21-e saukuneSi civilizaciis ganviTarebis fonze, masmediis mravali saxeoba arsebobs, romelis daxmarebiTac sazogadoebas SeuZlia drois umokles monakveTSi miiRos sasurveli da uaxlesi informacia. masmediis es saSualebebia - televizia, radio, beWduri media, internet-gamocemebi da sxv. yoveli maTganis daniSnuleba ki erTia - miawodon sazogadoebas uaxlesi da swori informacia.

masmediis saSualebebidan erT-erTi gamorCeuli internet-gamocemა. მისი ერთერთი მთავარი მახასიათბელი და upiratesoba arqivia, romelic moicavs ganvlili drois sakmaod vrcel masalas, gansxvavebiT sxva masmediis saSualebebisgan. internet momxmarebels SeuZlia miiRos informacia nebismier sferoSi, igi droSi SezRუდული არ არის. momxmarebels aseve nebismier dros SeuZlia Sevides sasurvel saitze da moiZios, rogorc uaxlesi ambebi, ასევე არქივში შენახული მასალაც.

კვლევა,რომელიც 5დღე გაგრძელდა,წარმოდგენას შეგვიქმნის თუ რა ვითარებაა ელექტრონულ საიტებზე პოლიტიკის,ეკონომიკის და კულტურის მიმართულების.ჩმი დაკვირვების წყარო ამ შმტხვევაში იყო შემდეგი საიტები: kvleva Semdeg internet saitebze - www.presa.ge , www.ambebi.ge ,www.newsgeorgia.ge .


Ddakvirvebebma miCvena newsgeorgia.ge -ze 13 martis Semdeg axali ambebi ar ganaxlebula. rac Seexeba danarCen or saits, maTgan sakmaod amomwuravi informaciis miReba SeiZleboda samive mimarTulebiT. Pirveli saits romelsac ganvixilav aris presa.ge . am saitze politikis mimarTulebiT, 1-dan 5 noembramde, sul 9 niusia dadebuli. 5 maTgani 5 noembriT TariRdeba, danarCeni 4 ki ZiriTadad 3 da 4 noembriT. uaxlesi ambebi sakmaod amomwuravad iyo ganxiluli.


ekonomikis sferoSi SedarebiT naklebi informacia moiZebneboda. ekonomikur informaciaTagan pirvel adgils ikavebs profkavSirebisa da proletarebis mier salaro aparatebis uaryofis faqti,aseve aqtualuri informacia bankebTan dakavSirebiT da niusi mSeneblebisTvis gacemuli sesxis Sesaxeb. Ekonomikis blokSi sul 3 niusi moipoveboda.


rac Seexeba sportisa da xelovnebis mimarTulebebs, aq kidev ufro naklebi informacia iyo - 2 informacia sportis sferoSi da 2 xelovnebis dargSi.


aseve vawarmoe dakvirveba ambebi.ge -ze 5 dRis monakveTSi. presa.ge -sgan gansxvavebiT am saitze metad bevri informacia iyo moTavsebuli.


politikis sferodan pirveli niusi gvauwyebs, rom sozar subari airCies gaeros adamianis uflebaTa damcveli umaRlesi komisiis mrCevelTa sabWos wevrad. uaxles informaciaTa Soris iyo aseve Semdegi niusic - ,,grigol vaSaZem ruseTis moqalaqeobaze uaris Tqmis Sesaxeb gancxadeba dawera.”


saerTo dakvirvebis Sedegad SemiZlia aRvniSno, rom 5 dRis ganmavlobaSi politikuri mimarTulebiT daido daaxloebiT 25 informacia.


ekonomikis sferoSi 6 axali ambavi iyo mocemuli. maTgan erT-erTi exeba mSrali xidis ,,serviscentrs”, aseve mocemuli iyo informacia ,,General Motors“ - is Sesaxeb, romelic ,,opel“- is gayidvas aRar apirebs.


kulturis sferoSi yvelaze aqtualizebuli Tema gaxldaT - davit oqitaSvilis samsaxuridan daTxovna. aqve gaxlavT interviu jaba bojguasTan, romelic saubrobs imis Sesaxeb, Tu vin miatova da vin daexmara gaWirvebis dros, es da sxva meorexarisxovani niusebi.


Cemi azriT, ambebi.ge -m metad dawvrilebiT da dakonkretebiT gadmogvca informacia samive mimarTulebiT, moicva yvela mniSvnelovani aspeqti, SedarebiT presa.ge -gan ufro meti statiisgan Sedgeboda.

Wednesday, October 28, 2009

ახალი წელი სვანეთში




საქართველოს ყველა კუთხეში ახალ წელს განსხვავებულად და კონკრეტული დრადიციების დაცვით ხვდებიან. მათი ადათ-წესები მეტად საინტერესო და ცოტა უცნაურია. სვანეთში ახალი წლის წინა ღამეს აცხობდნენ ბევრ ყველიან პურს, რომელთაგან ერთი იყო დიდი და შუაში ჯვარი ჰქონდა გამოსახული. გიდელაში ჩააწყობდნენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და კარებთან ჰკიდებდნენ, რომ მაკვლიელს მზად დახვედროდა. როგორც კი ირიჟრაჟებდა, ოჯახის უფროსი ადგებოდა, ცეცხლს დაანთებდა, გააღვიძებდა დიასახლისს, დიასახლისი კი შვილს. მერე მამაკაცი ახსნიდა ხარს, მოაბამდა რქებში ბაწარს და გაუძღვებოდა წინ. ბავშვი ხარს მისდევდა, დედას გიდელი ეკიდა ზურგზე. სანამ სახლში არ დაბრუნდებოდნენ, ერთმანეთს არ უნდა დალაპარაკებოდნენ. მივიდოდნენ წყაროსთან, ხარს წყალს დაალევინებდნენ. ოჯახის მეკვლეებს მდინარიდან წყალი მოჰქონდათ. ამის შემდეგ მიდიოდნენ კალოზე, დადგამდნენ თოვლის ზვინს, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ. როცა მეკვლე მოვიდოდა, დაიძახებდა, კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვსო, შევიდოდა სახლში, სამჯერ შემოუვლიდა, სამჯერ დაილოცებოდა, აიღებდა დიდ ჯვრიან ბედის პურს, დააწყობდა მასზე ყველა, ხორცს, თაფლს, პურსა და ვერცხლს, ჩამოუვლიდა და ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ მიულოცავდა ახალი წლის დადგომას.

თვითმართველობა სტუდენტების სამსახურში

თემა სტუდენტური თვითმართველობა დღესდღეობით ერთერთი ყველაზე საკამათო და ბოლომდე ,,აუთვისებელი”-ა სტუდენტებისთვის. კანონი უმაღლესი განათლების შესახებ არის მთავარი იურიდიული დოკუმენტი ,რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ სტუდენტური თვითმართველობის ფუნქცია და არსი. ამ კანონის 45_ე მუხლის თნახმად:
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.
სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:__ ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მართვაში ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს,წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება
არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

სტუდენტების უმრავლესობისთვის არ არის ცნობილი ,თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ,რა წესების დაცვით.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია _ საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს კანონმდებლობა, საარჩევნო კოდექსი, ეს დებულება, საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიების ოქმები, სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმები.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ფაკულტეტებზე ტარდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
არჩევნების ჩატარებისას წარმოებს დადგენილი ვადების ათვლა.სწორედ ამ დებულებით დადგენილი ყველა ვადა, მათ შორის, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი საჩივრით მიმართვის და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები გულისხმობს კალენდარულ დღეებს.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის იქმნება სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია და სტუდენტური თვითმმართველობის საფაკულტეტო საარჩევნო კომისიები.საარჩევნო კომისიები დამოუკიდებელნი არიან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. Nნებისმიერი ჩარევა მათ საქმიანობაში იწვევს გადაწყვეტილების ბათილობას. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება ზეწოლის შედეგად უნდა გამოცხადდეს ბათლად.
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესებს შორის არის სტუდენტური თვითმართველობის ცენტრალური საარჩვნო კომისიის ფორმირების წესი. სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება ხდება არასმთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობიდან;
რექტორი ადგენს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამოქალაქო სექტორის შემადგენლობას.არასამთავრობო ორგანიზაციები რექტორს წარუდგენენ კანდიდატურებს საარჩევნო კომისიაში წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ისინი ასევე მოახდენენ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას. რექტორი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეარჩევს 5 წარმომადგენელს. რექტორი ადგენს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას, ინფორმაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სტუდენტურ თვითმმართველობაში ასარჩევ კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესში ჩარევა და ხელის შეშლა. ადმინისტრაცია ასევე ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლეს სასწავლებელში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას.

სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტის არჩევა ხდება შემდეგნაირად: სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ნებისმიერი დელეგატი, რომელიც სხდომაზე მიიღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესში ჩარევა და ხელის შეშლა. სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს პირველსავე შეკრებაზე თვითმმართველობის ორგანოს პრეზიდენტის და იმ 2 კანდიდატის არჩევა, რომლებიც წარმოადგენენ თვითმართველობას წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლეს სასწავლებელში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას.
სტუდენტური თვითმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარება იურიდიულად არ არის შეუძლებელი.ძირითადად კონკრეტული უნივერსტეტების პირადი ინტერესები არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ამ პროცესის.ეს არის უნივერსტეტის შიდა სამზარეულო,რომელიც ნაკლებად კონტროლდება,შესაბამისად შედეგი სავალალოა.სტუდენტური თვითმართველობა კი რეალურად არ ასრულებს საკუთრ ფუნქციას.

Tuesday, October 20, 2009

ახალი წელი


ახალი წელი დროა, როდესაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი სასწაულის და ჯადოსნობის მოლოდინითაა აღსავსე. ახალი წლის ღამე, ნაძვის ხე, საჩუქრები, ღიმილიანი სახეები და ბავშვური აღტაცება აერთიანებს თითოეულ მოზეიმეს. სადღესასწაულო განწყობა ყველგან იგრძნობა. ყველა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ ამ დღესასწაულს. მაგალითების მეშვეობით გავიგოთ ის უცნობი შტრიხები,რომელიც დღემდე უცნობია ჩვენთვის.
ბელგიაში და ნიდერლანდებში გავრცელებულია ,, პირველი ღამის მაგია”,რისი აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის საქციელის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა იგი ახალი წლის პირველ დღეს, მსჯელობენ, როგორი იქნება ეს წელი მისთვის. ამიტომ, ცდილობენ ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი. ნიდერლანდებში და ბელგიაში უძველესი დროიდანაა გავრცელებული კიდევ ერთი სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული ჩვეულება – დღესასწაულზე ირჩევენ მეფეს. ამისათვის დიასახლისები აცხობენ ღვეზელს, რომელშიც დევს ცერცვის ან ლობიოს მარცვალი. ის, ვისაც შეხვდება ნაჭერი მარცვლით, მთელი დღესასწაულის მანძილზე მეფე იქნება. შემდეგ კი მეფე თავად ირჩევს თავისთვის დედოფალს, მასხარას და ა.შ.
ახალი წელს,როგორც უკვე ვნახეთ ძალიან შთამბეჭდავად აღნიშნავენ ყველა ქვეყანაში.ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.


Wednesday, October 14, 2009


ოცნება სანაპიროზე:)
მე ვარ ელენე ჩიტაშვილი 19წლის.მომავალი ჟურნალისტი.ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. მიყვარს ჩემი პროფესია და ყველანაირად ვეცდები მომავალში რომ მივაღწიო წარმატებას.ეს არ არის ამბიცია,ეს მიზანია,რომელსთვისაც ყველა იბრძვის.