Wednesday, October 28, 2009

თვითმართველობა სტუდენტების სამსახურში

თემა სტუდენტური თვითმართველობა დღესდღეობით ერთერთი ყველაზე საკამათო და ბოლომდე ,,აუთვისებელი”-ა სტუდენტებისთვის. კანონი უმაღლესი განათლების შესახებ არის მთავარი იურიდიული დოკუმენტი ,რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ სტუდენტური თვითმართველობის ფუნქცია და არსი. ამ კანონის 45_ე მუხლის თნახმად:
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.
სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:__ ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მართვაში ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს,წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება
არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

სტუდენტების უმრავლესობისთვის არ არის ცნობილი ,თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ,რა წესების დაცვით.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია _ საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს კანონმდებლობა, საარჩევნო კოდექსი, ეს დებულება, საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიების ოქმები, სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმები.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ფაკულტეტებზე ტარდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
არჩევნების ჩატარებისას წარმოებს დადგენილი ვადების ათვლა.სწორედ ამ დებულებით დადგენილი ყველა ვადა, მათ შორის, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი საჩივრით მიმართვის და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები გულისხმობს კალენდარულ დღეებს.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის იქმნება სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია და სტუდენტური თვითმმართველობის საფაკულტეტო საარჩევნო კომისიები.საარჩევნო კომისიები დამოუკიდებელნი არიან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. Nნებისმიერი ჩარევა მათ საქმიანობაში იწვევს გადაწყვეტილების ბათილობას. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება ზეწოლის შედეგად უნდა გამოცხადდეს ბათლად.
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესებს შორის არის სტუდენტური თვითმართველობის ცენტრალური საარჩვნო კომისიის ფორმირების წესი. სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება ხდება არასმთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობიდან;
რექტორი ადგენს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამოქალაქო სექტორის შემადგენლობას.არასამთავრობო ორგანიზაციები რექტორს წარუდგენენ კანდიდატურებს საარჩევნო კომისიაში წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ისინი ასევე მოახდენენ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას. რექტორი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეარჩევს 5 წარმომადგენელს. რექტორი ადგენს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას, ინფორმაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სტუდენტურ თვითმმართველობაში ასარჩევ კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესში ჩარევა და ხელის შეშლა. ადმინისტრაცია ასევე ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლეს სასწავლებელში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას.

სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტის არჩევა ხდება შემდეგნაირად: სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ნებისმიერი დელეგატი, რომელიც სხდომაზე მიიღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესში ჩარევა და ხელის შეშლა. სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს პირველსავე შეკრებაზე თვითმმართველობის ორგანოს პრეზიდენტის და იმ 2 კანდიდატის არჩევა, რომლებიც წარმოადგენენ თვითმართველობას წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლეს სასწავლებელში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას.
სტუდენტური თვითმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარება იურიდიულად არ არის შეუძლებელი.ძირითადად კონკრეტული უნივერსტეტების პირადი ინტერესები არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ამ პროცესის.ეს არის უნივერსტეტის შიდა სამზარეულო,რომელიც ნაკლებად კონტროლდება,შესაბამისად შედეგი სავალალოა.სტუდენტური თვითმართველობა კი რეალურად არ ასრულებს საკუთრ ფუნქციას.

No comments:

Post a Comment