1995წელს ,მაშინ როდესაც პურის რიგებით გადავსებული იყო ქუჩები, უპრეცედენტო მოვლენის მომსწრე გახდა საქართველოს მოსახლეობა. ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა მსოფლიო მუსიკოსი მიშელ ლეგრანი. გამომდინარე იქიდან , რომ აღნიშნული კომპოზიტორის შემოქმედება იმ დროის რეალობაში ძალიან აქტუალური იყო დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა. დიდი მაესტრო ჯანსუღ კახიძე მასპინძლობდა მიშელ ლეგრანს. ასევე კონცერტის მსვლელობისას საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ეხმარებოდა დიდ მუსიკოსს.შესრულდა ყველა ცნობილი კომპოზიცია მისი შემოქმედებიდან.მე ვიყავი ძალიან ბედნიერი, ვინაიდან გამიმართლა და მოვხვდი მის კონცერტზე. ბილეთის ფასი ახლად ომგამოვლილი ქვეყნის მოსახლეობისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა. მე მაშინ სულ რაღაც 5წლის ვიყავი,თუმცაღა ეს დღე იმდენად დაუვიწყარია ჩემთვის ,რომ მისი მოგონებისას მიჩნდება უდიდესი ნოსტალგია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment