Wednesday, November 25, 2009
რიო-დე-ჟანეირო
რიო-დე-ჟანეირო (პორტ. იანვრის მდინარე) შტატისა და ქალაქის სახელწოდებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში. ქალაქს შემოკლებით მოიხსენიებენ, როგორც ’’’რიო’’’, და იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით კოპაკაბანა და იპანემა, ასევე იესოს გიგანტური ძეგლით კორკოვადოს მთაზე, და ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქს უდიდესი ტყე-პარკი აქვს აგლომერაციის ფარგლებში სახ. Floresta da Tijuca (ტიჟუკას ტყე).
ქალაქის კოორდინატებია 22°54′S 43°14′W. რიო-დე-ჟანეიროს მოსახლეობა დაახ. 6.150.000 (2004) და უჭირავს 1256 კმ². აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ის ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქია სან-პაოლოს შემდეგ და ქვეყნის დედაქალაქი იყო 1960 წლამდე, სანამ ბრაზილია დაიკავებდა მის ადგილს. ქალაქის მცხოვრებლებს კარიოკას უწოდებენ. ქალაქის ამჟამიდელი მერია ცეზარ მაია.
ღირსშესანიშნაობები
ქვეყნის და კერძოთ რიო-დე-ჟანერიოს ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიარებულია კარკოვადოს მთაზე - 704 მეტრის სიმაღლეზე მდგარი ქრისტეს ქანდაკება (სიმაღლე 30 მ.). მისი ავტორია - ექთორ და სილვა კოსტა. ქანდაკებაზე მუშაობდა ფრანგი მოქანდაკე პოლ ლანდოვსკი. იგი შესრულებული იქნა პარიზში, შემდეგ კი გადმოიტანეს რიო-დე-ჟანეიროში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment