Wednesday, October 28, 2009

ახალი წელი სვანეთში




საქართველოს ყველა კუთხეში ახალ წელს განსხვავებულად და კონკრეტული დრადიციების დაცვით ხვდებიან. მათი ადათ-წესები მეტად საინტერესო და ცოტა უცნაურია. სვანეთში ახალი წლის წინა ღამეს აცხობდნენ ბევრ ყველიან პურს, რომელთაგან ერთი იყო დიდი და შუაში ჯვარი ჰქონდა გამოსახული. გიდელაში ჩააწყობდნენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და კარებთან ჰკიდებდნენ, რომ მაკვლიელს მზად დახვედროდა. როგორც კი ირიჟრაჟებდა, ოჯახის უფროსი ადგებოდა, ცეცხლს დაანთებდა, გააღვიძებდა დიასახლისს, დიასახლისი კი შვილს. მერე მამაკაცი ახსნიდა ხარს, მოაბამდა რქებში ბაწარს და გაუძღვებოდა წინ. ბავშვი ხარს მისდევდა, დედას გიდელი ეკიდა ზურგზე. სანამ სახლში არ დაბრუნდებოდნენ, ერთმანეთს არ უნდა დალაპარაკებოდნენ. მივიდოდნენ წყაროსთან, ხარს წყალს დაალევინებდნენ. ოჯახის მეკვლეებს მდინარიდან წყალი მოჰქონდათ. ამის შემდეგ მიდიოდნენ კალოზე, დადგამდნენ თოვლის ზვინს, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ. როცა მეკვლე მოვიდოდა, დაიძახებდა, კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვსო, შევიდოდა სახლში, სამჯერ შემოუვლიდა, სამჯერ დაილოცებოდა, აიღებდა დიდ ჯვრიან ბედის პურს, დააწყობდა მასზე ყველა, ხორცს, თაფლს, პურსა და ვერცხლს, ჩამოუვლიდა და ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ მიულოცავდა ახალი წლის დადგომას.

თვითმართველობა სტუდენტების სამსახურში

თემა სტუდენტური თვითმართველობა დღესდღეობით ერთერთი ყველაზე საკამათო და ბოლომდე ,,აუთვისებელი”-ა სტუდენტებისთვის. კანონი უმაღლესი განათლების შესახებ არის მთავარი იურიდიული დოკუმენტი ,რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ სტუდენტური თვითმართველობის ფუნქცია და არსი. ამ კანონის 45_ე მუხლის თნახმად:
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.
სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:__ ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მართვაში ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს,წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება
არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

სტუდენტების უმრავლესობისთვის არ არის ცნობილი ,თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ,რა წესების დაცვით.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია _ საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს კანონმდებლობა, საარჩევნო კოდექსი, ეს დებულება, საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიების ოქმები, სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმები.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ფაკულტეტებზე ტარდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
არჩევნების ჩატარებისას წარმოებს დადგენილი ვადების ათვლა.სწორედ ამ დებულებით დადგენილი ყველა ვადა, მათ შორის, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი საჩივრით მიმართვის და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები გულისხმობს კალენდარულ დღეებს.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის იქმნება სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია და სტუდენტური თვითმმართველობის საფაკულტეტო საარჩევნო კომისიები.საარჩევნო კომისიები დამოუკიდებელნი არიან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. Nნებისმიერი ჩარევა მათ საქმიანობაში იწვევს გადაწყვეტილების ბათილობას. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება ზეწოლის შედეგად უნდა გამოცხადდეს ბათლად.
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესებს შორის არის სტუდენტური თვითმართველობის ცენტრალური საარჩვნო კომისიის ფორმირების წესი. სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება ხდება არასმთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობიდან;
რექტორი ადგენს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამოქალაქო სექტორის შემადგენლობას.არასამთავრობო ორგანიზაციები რექტორს წარუდგენენ კანდიდატურებს საარჩევნო კომისიაში წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ისინი ასევე მოახდენენ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას. რექტორი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეარჩევს 5 წარმომადგენელს. რექტორი ადგენს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას, ინფორმაციის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სტუდენტურ თვითმმართველობაში ასარჩევ კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესში ჩარევა და ხელის შეშლა. ადმინისტრაცია ასევე ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლეს სასწავლებელში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას.

სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტის არჩევა ხდება შემდეგნაირად: სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ნებისმიერი დელეგატი, რომელიც სხდომაზე მიიღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ეკრძალება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პროცესში ჩარევა და ხელის შეშლა. სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს პირველსავე შეკრებაზე თვითმმართველობის ორგანოს პრეზიდენტის და იმ 2 კანდიდატის არჩევა, რომლებიც წარმოადგენენ თვითმართველობას წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლეს სასწავლებელში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას.
სტუდენტური თვითმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარება იურიდიულად არ არის შეუძლებელი.ძირითადად კონკრეტული უნივერსტეტების პირადი ინტერესები არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ამ პროცესის.ეს არის უნივერსტეტის შიდა სამზარეულო,რომელიც ნაკლებად კონტროლდება,შესაბამისად შედეგი სავალალოა.სტუდენტური თვითმართველობა კი რეალურად არ ასრულებს საკუთრ ფუნქციას.

Tuesday, October 20, 2009

ახალი წელი


ახალი წელი დროა, როდესაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი სასწაულის და ჯადოსნობის მოლოდინითაა აღსავსე. ახალი წლის ღამე, ნაძვის ხე, საჩუქრები, ღიმილიანი სახეები და ბავშვური აღტაცება აერთიანებს თითოეულ მოზეიმეს. სადღესასწაულო განწყობა ყველგან იგრძნობა. ყველა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ ამ დღესასწაულს. მაგალითების მეშვეობით გავიგოთ ის უცნობი შტრიხები,რომელიც დღემდე უცნობია ჩვენთვის.
ბელგიაში და ნიდერლანდებში გავრცელებულია ,, პირველი ღამის მაგია”,რისი აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის საქციელის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა იგი ახალი წლის პირველ დღეს, მსჯელობენ, როგორი იქნება ეს წელი მისთვის. ამიტომ, ცდილობენ ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი. ნიდერლანდებში და ბელგიაში უძველესი დროიდანაა გავრცელებული კიდევ ერთი სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული ჩვეულება – დღესასწაულზე ირჩევენ მეფეს. ამისათვის დიასახლისები აცხობენ ღვეზელს, რომელშიც დევს ცერცვის ან ლობიოს მარცვალი. ის, ვისაც შეხვდება ნაჭერი მარცვლით, მთელი დღესასწაულის მანძილზე მეფე იქნება. შემდეგ კი მეფე თავად ირჩევს თავისთვის დედოფალს, მასხარას და ა.შ.
ახალი წელს,როგორც უკვე ვნახეთ ძალიან შთამბეჭდავად აღნიშნავენ ყველა ქვეყანაში.ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.


Wednesday, October 14, 2009


ოცნება სანაპიროზე:)
მე ვარ ელენე ჩიტაშვილი 19წლის.მომავალი ჟურნალისტი.ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. მიყვარს ჩემი პროფესია და ყველანაირად ვეცდები მომავალში რომ მივაღწიო წარმატებას.ეს არ არის ამბიცია,ეს მიზანია,რომელსთვისაც ყველა იბრძვის.