Thursday, December 24, 2009
ჟურნალ ”სოლიდარობის” ავტორებისა და ექსპერტების შეხვედრა ჩვენს სტუდენტებთან
ხუთშაბათს 24 დეკემბერს, წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ჟურნალ „სოლიდარობის" ავტორებს.
ერთ-ერთმა ავტორმა, ფრიდონ საყვარელიძემ, წაიკითხა მოხსენება „ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები"; ამასთანავე, ჟურნალ „სოლიდარობის" ავტორებმა და ექსპერტებმა - ნინო დანელიამ, ნინია კაკაბაძემ, ლაშა ბაქრაძემ ისაუბრეს ჟურნალთან თანამშრომლობის ისტორიაზე და გამოცემის სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე.
ჟურნალი "სოლიდარობა" აშუქებს ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებს, ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, ინტეგრაციის, სოციალური თანასწორობისა და დემოკრატიის განვითარების თემატიკას. ამ საკითხებზე დისკუსია სტუდენტებსა და ჟურნალის ავტორებს შორის გაიმართა.
სამოქალაქო საზოგადოება ახალ მედიაში
სამშაბათს, 22 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართა ვებგვერდი "azrebi.ge" -ს პრეზენტაცია.
ყველა ექსპერტული შეფასებით, დღეს საქართველოში არ არსებობს საჯარო სამოქალაქო სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პრობლემებზე შეუზღუდავი დისკუსიისა და არაიერარქიული თვითგამოხატვის საშუალებას მოგვცემს. azrebi.ge ამას უზრუნველყოფს 11 სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და გამოცდილების მატარებელი "მასპინძლის" საშუალებით, რომლებიც ვებგვერდზე არა მარტო საკუთარ ტექსტებსა და პრეზენტაციებს აქვეყნებენ, არამედ, აქვთ ექსკლუზიური უფლება შესთავაზონ თქვენ მიერ დაწერილი ტექსტები და ვიდეო-პრეზენტაციები azrebi.ge-ს მკითხველებსა და მაყურებლებს. ჩვენი მასპინძლები არიან: ნინია კაკაბაძე, სიმონ ჯანაშია, რატი ამაღლობელი, გიგა ზედანია, დავით აფრასიძე, ლაშა ბურაძე, ეკა კვესიტაძე, ნინო დანელია, ლაშა ბაქრაძე, კახა კურტანიძე, ლევან ღამბაშიძე.
Monday, December 21, 2009
საქართველო-საფრანგეთის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის 2009 წლის მუშაობის შედეგები
16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე საქართველო-საფრანგეთის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის 2009 წლის მუშაობის შედეგები წარმოადგინეს.
მსოფლიო მნიშვნელობის კვლევებმა აჩვენა, რომ ბონდის მღვიმეში ნაპოვნია ძველი, ზედა პალეოლითისთვის ყველაზე ადრეული, 35 000 წლით დათარიღებული ქსოვილი - ძაფი.
ბონდის მღვიმე წარმოადგენს ზედა პალეოლითელ ადამიანთა სადგომს, სადაც დადგენილია სელისა და ქსოვილის უძველესი კვალი. უნდო კლდე უნიკალურ მღვიმურ სადგომია. მღვიმეში არსებული ბუნებრივი კაწრული, კლდეზე გამოვლენილი სიმბოლური ნაკაწრები გვაძლევენ საშუალებას ვივარაუდოთ, რომ სადგომი გამოიყენებოდა რიტუალის შესასრულებლად. ჭიათურის მღვიმეებში აღმოჩნდა ახალი, მრავალფენიანი მღვიმური ძეგლი . ნალექდაგროვებაზე დიდ გავლენას ახდენდა მიწისძვრები და სეისმური პროცესები. ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს, კვლევები წარიმართოს პალეო, არქეო-სეისმოლოგიის მიმართულებით.
Wednesday, December 16, 2009
ინტერნეტ რადიო და ინტერნეტ ტელევიზია ქართულ ინტერნეტ სივრცეში
ტელევიზიისა და რადიოს ინტერნეტში დამკვიდრება დღესდღეობით მეტად აქტუალური და რეალური მოვლენაა. მსოფლიო მოსახლეობა ელოდება მუდმივ სიახლეებს მედიისგან,ეს პროცესი კი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გლობალურ მაშტაბებს იძენს. დამკვიდრდა აზრი, რომ ”ტრადიციული ტელევიზია” 7-8 წლის შემდეგ აღარ იქნება. 21_ე საუკუნეში თანამგზავრები და სვადასხვა გადამცემი ხაზების არსებობა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს იმისთვის,რომ სასურველ არხს უყურო.ინტერნეტი დღეს უკვე ერთ-ერთი ის ეფექტური საშუალებაა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს მსოფლიოს სხვადასხვა მაუწყებლობებს, თუმცა ინტერნეტის შესაძლებლობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და მომხმარებლებისთვის ტელე-არხების ტრანსლირების ფარგლებს გასცდა. ვებ-სივრცეში გაჩნდა ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ და მათ მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის ნახვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბევრი ინტერნეტ–ტელევიზია არსებობს, მაგალითად nettv.ge, რომლის ინტერნეტ საიტი განეკუთვნება ინტერნეტ ტელევიზიას და მიზნად ისახავს მომხმარებელს მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან. ვიდეო– ფილმები, მუსიკალური კლიპები, აგრეთვე სხვა სახის ვიდეო მასალა, რომელიც მოიპოვება ინტერნეტში, შესაძლებელია გამოქვეყნდეს ამ საიტზე.
ინტერნეტ ტელევიზიას -iptv.ge აქვს არქივი, სადაც შესაძლებელია უკვე გასული გადაცემების ყურება. საქართველოში ინტერნეტ რადიო და ტელევიზია სულ ცოტახანია რაც იკიდებს ფეხს. უცხოეთში არსებობს მრავალი ასეთი ტიპის მაუწყებლობა.
მაგალითად americanfree.tv, 4major.tv, რომელიც არის მუსიკალური, ასევე internet@tv, youtube.com. :რაც შეეხება ქართულ ინტერნეტ–რადიოებს ესენია: radio.ge, bat.ge, eva.ge. აა უცხოური ინტერნეტ–რადიოები: sky.fm, web.radio, e.radio, რომელიც არის ბერძნული ინტერნეტ–რადიო და kir.org, იგი არის საბავშვო გასართობი რადიო.
ინტერნეტ-ტელევიზია goli.ge ძირითადათ სპორტული თემებით შემოიფარგლება.
ინტერნეტ-ტელევიზია pirveli.com.ge.გვთავაზობს კინოფილმებს,გვაწვდის უახლოეს ამბებს და სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე სიახლეებს.
radio.ge ერთ-ერთი წარმატებული ინტერნეტ-რადიოა.სადაც შეგვიძლია,როგორც სიახლეების მოსმენა,ასევე ცნობილი მომღერლების ჰიტების.რადიოში შესვლისათვის სპეციალური პაროლია საჭირო.
ინტერნეტ-რადიო gelanyusa.com იტყობინება,რომ პირდაპირი ეთერი 20დეკემბრიდან განახლდება ახალი და გასართობი გადაცემებით.
ინტერნეტ-რადიო miracle.ge ასევე საშუალებას აძლევს ერთგულ მსმენელს მოუსმინოს საუკეთესო მელოდიებს.რადიოში ტარდება ინტერაქტივიც იმის შესახებ,თუ რა ტიპის მუსიკას მოუსმენდა მსმენელი დიდი სიამოვნებით.
bat.ge-ს 24სთ-ანი მაუწყებლობა აქვს.ეს ინტერნეტ-რადიო მელოდიებთან ერთად გვთავაზობს სხვადასხვა სახის თამაშებს და გასართობ საშუალებებს.
ინტერნეტ-რადიო teen.ge მთლიანად ახალგაზრდობისთვისაა განკუთვნილი.რადიო გვთავაზობს თანამედროვე მუსიკას და art-კაფეს.

ინტერკულტურული შობა ”ლიგამუსში”
15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" სტუდენტებმა ინტერკულტურული შობა იზეიმეს. ინტერნაციონალურ საღამოზე წარმოდგენილი იყო პოლონური, გერმანული, ფრანგული და ესპანური საშობაო ტრადიციები, სიმღერები და კერძები.
მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეესრულებინათ საკუთარი სურვილისამებრ კონკრეტული ქვეყნის სიმღერა.საღამოს დასრულების შემდეგ ფუშეტით უმასპინძლეს სტუმრებს . მრავალფეროვანი კერძებით მოხიბლული უცხოელები აგრძელებდნენ მხიარულებას .ესეთი ტიპის საღამო წელს პირველად მოეწყო ,,ლიგამუსსში” და ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი .
Tuesday, December 8, 2009
დიდი ბრიტანეთის ელჩის საჯარო ლექცია
8 დეკემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფიმ წაიკითხა საჯარო ლექცია "დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა კავკასიაში". ელჩის განმარტებით, დიდი ბრიტანეთის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ ძირითადად სამი მნიშვნელოვანი თემით არის განპირობებული: - ევროპის მომავალი, უსაფრთხოების მომავალი და რუსეთის მომავალი. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთისათვის ძლიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი კავკასიის რეგიონში დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოების არსებობა. დენის კიფიმ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და მიმოიხილა აგვისტოს ომის კონკრეტული შედეგები. მისივე თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.
ერთი საინტერესო დღე ჩემი ცხოვრებიდან
1995წელს ,მაშინ როდესაც პურის რიგებით გადავსებული იყო ქუჩები, უპრეცედენტო მოვლენის მომსწრე გახდა საქართველოს მოსახლეობა. ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა მსოფლიო მუსიკოსი მიშელ ლეგრანი. გამომდინარე იქიდან , რომ აღნიშნული კომპოზიტორის შემოქმედება იმ დროის რეალობაში ძალიან აქტუალური იყო დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა. დიდი მაესტრო ჯანსუღ კახიძე მასპინძლობდა მიშელ ლეგრანს. ასევე კონცერტის მსვლელობისას საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ეხმარებოდა დიდ მუსიკოსს.შესრულდა ყველა ცნობილი კომპოზიცია მისი შემოქმედებიდან.მე ვიყავი ძალიან ბედნიერი, ვინაიდან გამიმართლა და მოვხვდი მის კონცერტზე. ბილეთის ფასი ახლად ომგამოვლილი ქვეყნის მოსახლეობისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა. მე მაშინ სულ რაღაც 5წლის ვიყავი,თუმცაღა ეს დღე იმდენად დაუვიწყარია ჩემთვის ,რომ მისი მოგონებისას მიჩნდება უდიდესი ნოსტალგია.
Subscribe to:
Posts (Atom)